2019-03-29 12:20:08
НТВ-მ პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა

უკრაინის მოქალაქეების თქმით, კანდიდატებს შორის ახალი სახეები არ არიან და თითქმის ყველა კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 1991 წლიდან მონაწილეობენ. 18 წლის მიხეილ პოროშენკოს ვიდეო რუსულმა ტელეკომპანია НТВ- მ გაავრცელა.

კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.

ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

უკრაინის სოციოლოგიური სამსახურების მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, პირველ ადგილზეა შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი.

გამოკითხვების თანახმად, მეორე და მესამე ადგილზე არიან მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ოპოზიციური პარტიის, „ბატკივშჩინის“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო.

ფონდ „დემოკრატიული ინიციატივის“ და საერთაშორისო სოციოლოგიის კიევის ინსტიტუტის გამოკითხვით, მეორე ადგილზე მყოფი პოროშენკო რამდენიმე პროცენტით უსწრებს ტიმოშენკოს.

ჯგუფ „რეიტინგის“ თანახმად, პოროშენკოს და ტიმოშენკოს 17-17 პროცენტი უჭერს მხარს. „სოციალური მონიტორინგის“ მიხედვით, ტიმოშენკოა წინ.

ამავე თემაზე