2019-03-29 10:19:30
კოჯორში თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს

კოჯორში ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს. წაღებულია სხვადასხვა ნივთები. მათ შორის სახლის კარი და ჭიშკარი. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

უკვე გამოიკითხნენ ოჯახის წევრები. საქმეზე გამოძიება ქურდობს მუხლით მიმდინარეობს.

„წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვის უნდა წაეღო ეს ნივთები,“-განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

ამავე თემაზე