2019-03-29 10:13:39
ვენესუელას ხელისუფლებამ გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აუკრძალა

ვენესუელას ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს 15 წლით აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება. ვენესუელას გენერალური საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, ამის მიზეზი ფინანსურ დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევებია.

გუაიდოს ფინანსური დეკლარაციის შემოწმება ვენესუელას გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ ფინანსურ დეკლარაციაში მონაცემები გაყალბებული იყო. მათივე მტკიცებით, ხუან გუაიდომ ფული საერთაშორისო სტრუქტურებისგან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო.

ამავე თემაზე