2019-03-29 10:11:10
ალიევი და ფაშინიანი ვენაში ერთმანეთს შეხვდებიან

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი 29 მარტს ვენაში შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია ოფიციალურმა ერევანმაც დაადასტურა.

ამავე თემაზე