2019-03-28 14:59:45
ბავშვური პასუხი აქვს, ტვირთავდა ვიდეოებს, რომ Like-ები დაეგროვებინა - ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა  

ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა. 

მოზარდის ინტერესების დამცველი ლევან დავითაია „კურიერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მირიან მჟავანაძეს ვიდეოკადრები პირად შეტყობინებაში გაუგზავნეს და განზრახვის გარეშე Youtube-ზე საკუთარ გვერდზე ატვირთა მასალა.

ლევან დავითაიას თქმით, მირიან მჟავანაძემ კადრები ინტერნეტსივრცეში, დაახლოებით, 10 დღის წინ ატვირთა.

„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი მიზანი არ ჰქონია. ამ ვიდეოს გამომგზავნი ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც ბატონი მჟავანაძესთან მიმართებაში, ასევე სხვა დაკავებულებთან მიმართებაში და დღემდე არხი, რომლითაც ეს პიროვნება ვიდეოებს უგზავნის, ალბათ, ყველას, ჯერაც არ არის შეზღუდული, აღკვეთილი და კვლავ ხდება ამ პიროვნებისგან ვიდეო ფაილების გავრცელება,“ - განაცხადა ადვოკატმა, ლევან დავითაიამ.

ამავე თემაზე