2019-03-28 11:58:20
თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა ცივი იარაღით დაჭრა

თელავში ახალგაზრდა ქალმა დედა დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ჭრილობები ცივი იარაღით მხარის არეში აქვს მიყენებული.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქალის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

ამავე თემაზე