2019-03-27 11:05:32
დიდ დიღომში ახალგაზრდა დაჭრეს

გუშინ ღამით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი ბიჭი დაიჭრეს. დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. უცნობია დაპირისპირების მიზეზი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამავე თემაზე