2019-03-25 15:26:37
მამაკაცმა პოლიციის შენობაში თავის მოკვლა სცადა

კრიმინალური გარჩევის შემდეგ მამაკაცმა პოლიციის შენობაში თავის მოკვლა სცადა - შემთხვევა გუშინ ბათუმში ცენტრალურ პარკთან მოხდა. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ახალგაზრდა დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში შევარდა თვითმკვლელობა სცადა.

დაჭრილი ახალგაზრდა ბათუმის მედცენტრში, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ბრალდებულს ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამავე თემაზე