2019-03-25 09:58:33
ხაშურში ქმარმა 33 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრა

ხაშურში ქმარმა 33 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს დანა ექვსჯერ დაარტყა.

ქალი სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია მაშინვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული  დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ამავე თემაზე