2019-03-22 11:36:22
ბიზნესის დაცვის შესახებ ივანიშვილის სიტყვები პირველივე დღეს - მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა - ფადი ასლი  

ბიზნესის დაცვის შესახებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვები პირველივე დღეს - მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა - ამ განცხადებას, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი აკეთებს. 

ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ღია წერილს ავრცელებს და წერს:

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით გავმართეთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნესსაზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას. სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი“, - აღნიშნულია წერილში.

ამავე თემაზე