2019-03-21 11:39:04
TBC ბანკზე კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული - შს მინისტრის მოადგილე 

„თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმის გამოძიების ფარგლებში რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. 

საქმე ეხება თიბისი ბანკის დამფუძნებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა სწორედ რუსთაველის 12 ნომრიდან განხორციელდა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. 

„რამდენიმე თვეა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სისხლის სამართლის საქმე, არ გახლავთ რიგითი საქმე, რომლის გამოძიების დასრულება შესაძლებელი იქნება ერთ დღეში, ორ დღეში და ერთ კვირაში. ჩატარებულია დღემდე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, როგორც გამოკითხვები, ასევე ჩატარებულია ამოღებები, ასევე ამოღებულია კომპიუტერები, მათ შორის რუსთაველის 12 ნომრიდან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, შესწავლა. არ არის საკმარისი დრო კომპიუტერული ინფორმაცის დამუშავებისთვის. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება გამოძიება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. კოკა ყანდიაშვილი ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, აუცილებლად დაიკითხება. შსს -სთვის თქვენ იცით, რომ არასოდეს ყოფილა პრობლემა გამოკითხვა თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე