2019-03-21 09:58:08
"ის ძალიან ლამაზი ქალია"... "თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია" - ბოკუჩავა vs წულუკიანი

"ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია,"-ასე პასუხობს თინათინ ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კომპლიმენტს.

თინა ბოკუჩავამ წულუკიანის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შანტაჟზე ისაუბრა და არ გამორიცხა წულუკიანს ჰქონდეს ინფორმაცია არაერთ ხმაურიან საქმეზე. მინისტრმა დეპუტატის სწორედ ამ განცხადებებს საპასუხოდ გაამახვილა ყურადღება ბოკუჩავას გარეგნობაზე, თუმცა მის პოლიტიკურ განცხადებებს ილუზიები უწოდა. წულუკიანის გამოხმაურებას ბოკუჩავამ უპასუხა.

"გავიგეთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია იმიტომ რომ ეჭვი მაქვს, რომ აღნიშნული კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების, ეს ბინძური საქმეები არის "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება, სწორედ ამიტომ აძლევს ის თავს უფლებას, რომ აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

თეა წულუკიანმა ბოკუჩავას პასუხად განაცხადა, რომ თინათინ ბოკუჩავა ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს, თუმცა ის ძალიან ლამაზი ქალია.

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე