2019-03-20 19:08:04
დავაყენებ იმ მსჯავრდებულების ამნისტიის საკითხს, რომლებიც ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის არიან დაკავებული - კობერიძე

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს.

“დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მსჯელობა უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ოპერატიულად წარიმართება. თუკი დავინახავთ, რომ არის საკითხები, რასაც კიდევ დიდი ხნის შეჯერება დასჭირდება, მაშიმ მე დავაყენებ საკითხს ერთჯერადი ამნისტიის განხილვასთან დაკავშირებით იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით არიან დაკავებული, - განაცხადა ლევან კობერიძემპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თეა წულუკიანს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ

ამავე თემაზე