2019-03-20 18:33:38
"თქვენებურად ომახიანად მითხარით როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას, ძალიან ცუდად, უკიდურესად ცუდად თუ უბრალოდ ცუდად?"

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, მიმართა თუ არა იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორს, იმ საკითხის გასარკვევად, რატომ არ არიან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსი ოფიცრები.

ბოკერიამ წულუკიანს კითხვით პარლამენტსი სხდომაზე მიმართა, სადაც წულუკიანი დღეს "მინისტრის საათის" ფარგლებში იმყოფება:

„ქალბატონო თეა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხთან დაკავშირებით ადევნეთ თუ არა თვალყურს. თქვენთვის ხომ მნიშვნელოვანია საკითხია? არის ხომ? ბოლოს როდის გქონდათ საუბარი ამ თემაზე მთავარ პროკურორთან ან პროკურატურის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელთან. იცით თუ არა და ალბათ იცით, რომ ერთი წელია ამ სიაში ვერ მოხვდა ვერც ერთი რუსეთის ფედერაციის ოფიცერი, არც ერთს არ აქვს ბრალის წაყენებული და არც ერთის მიმართ გამოძიება არ მიდის. და მათშორის ამ სიაში ვერ მოხვდა დღემდე ის სამი პირი ვინც ოთხოზორიას მკვლელობის ფირზეა აღბეჭდილი. ამ ფონზე, თქვენებურად პირდაპირ და ომახიანად მითხარით როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას, ძალიან ცუდად, უკიდურესად ცუდად თუ უბრალოდ ცუდად,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე