2019-03-20 18:28:06
"რის გამო აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით?"- ნადირაშვილი წულუკიანს

“თქვენ პატივი უნდა გეცათ საზოგადოებისთვის და განგემარტათ, რის გამო გვემუქრებოდით და აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით,”- მიმართა პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრს. ნადირაშვილის თქმით, რადგან იუსტიციის მინისტრმა ღია ეთერი გამოიყენა და “პირდაპირი შანტაჟი” დაიწყო, რაღაც სერიოზული მოხდა.

“მე მაინტერესებს როცა თქვენ დრო იშოვეთ და ჩათვალეთ რომ ივანიშვილი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების გამო და დაიწყეთ პრემიერ მინისტრის შანტაჟი, რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ საზოგადოება ჩაგეყენებინათ საქმის კურსში და მიგეწოდებინათ ინფორმაცია, რატომ იმუქრებოდით დემარშით? უნდა განგემარტათ რის გამო გვემუქრებოდით და აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით. მე ვფიქრობ, რომ თქვენ გეგეშიძისგან განსხვავდებით და არ ფიქრობთ, რომ ეს საქმეები ოჯახში უნდა მოაგვაროთ. სამწუხაროდ, გეგეშიძესავით მოიქეცით და ეს არის უპატივცემულობა, როცა საზოგადოებას მიზეზები არ განუმარტეთ,”- აღნიშნავს ირმა ნადირაშვილი.

ამავე თემაზე