2019-03-20 18:22:53
ბათუმში შესაძლოა „თეთრი მაგნოლია“ დაანგრიონ

კომპანია „ალიანს სიტი” ბათუმში, "ცენტრ პოინტის" მიერ აგებული საცხოვრებელ კომპლექსის, „თეთრი მაგნოლიას” დანგრევასა და ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა. არქიტექტორმა მალხაზ ქათამაძემ აღნიშნა, რომ „თეთრი მაგნოლიას“ აღების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მოქალაქეების პოზიციების გაცნობის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, მოქალაქეები საცხოვრებელ კომპლექსს მოიხსენიებენ, როგორც ყველაზე დიდ სიმახინჯეს.

„გავეცანით საზოგადოების რეაქციას სოციალურ ქსელში, რომლებიც მაგნოლიაზე წერდნენ. როგორც ბიზნესკომპანია, მის ნაცვლადაც ვფიქრობთ ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელებას” განაცხადა ქათამაძემ

„თეთრი მაგნოლიას” მშენებლობა 2011 წელს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია და კომპლექსი ნახევრად ცარიელია.

ამავე თემაზე