2019-03-20 17:19:26
პუტინისტური ნარატივი - ბოკუჩავა წულუკიანს განმარტებებს სთხოვს

ეს არის პუტინისტური ნარატივი - ბოკუჩავა არასამთავრობოების კრიტიკის გამო, წულუკიანს განმარტებებს სთხოვს.

თინა ბოკუჩავა დაინტერესდა თეა წულუკიანის განცხადებები არის მთავრობის პოლიტიკა თუ შეცდომა, რომელიც მას წამოსცდა.

"პირველ რიგში მინდა გკითხოთ განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აკეთებთ ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მათშორის საერთაშორისო დონეზე. ალბათ გესმით, რომ ეს არის პუტინისტური ნარატივი. ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ნარატივი, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ღიად ესხმიან თავს მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. თქვენ ეს უბრალოდ ემოციურად წამოგცდათ და შეცდომად თვლით ამას თუ ეს თქვენი პოლიტიკაა, თქვენი ხელისუფლების პოლიტიკაა და პირადად თქვენი პოლიტიკაა არასამთავრობო ორგანიზაციებზე ასეთი ტიპის ზეწოლა და თავდასხმა, რომელზეც მათშორის საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები მაგალითად "საერთაშორისო გამჭირვალობა-ბერლინი,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე