2019-03-20 17:12:57
"ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?! ..."- კახიძე წულუკიანს

როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს? - ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?! - მიმართა იუსტიციის მინისტრს “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მოუწოდა, უმრავლესობას უთხრას სიმართლე, რომ წულუკიანს ყველა ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შედეგად სამდივნოს ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრის აპარატს გადაეცა.

„თქვენ ისაუბრეთ, რომ თურმე წარმატებები გქონიათ ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროში. ახლა გახსნილი მაქვს ღია მმართველობის პარტნიორობის ვებ-გვერდი. ამ ვებ-გვერდზე გასული წლის ნოემბერში უკლებლივ ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას, ვინც ამ სფეროშია ჩართული, გაგზავნილი აქვს წერილი, სადაც ამ პროცესიდან თქვენს ჩამოცილებას ითხოვენ. თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა ყველამ. საპასუხოდ გაგზავნილია თქვენი პასუხები, თუ როგორი “ნაციონალები“ არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომლები. საბოლოოდ ეს როგორ დასრულდა? შემთხვევით თქვენ ხომ არ ჩამოგართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და ხომ არ გადასცეს მთავრობის აპარატს?“ - მიმართა წულუკიანს ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე