2019-03-20 17:09:42
„ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად რომ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს" - რა მტკიცებულებებია წარდგენილი სტრასბურგში?

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სტარსბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს 700-ზე მეტი მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და რომ იქ რუსეთის ჯარები აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე იყვნენ. წულუკიანის თქმით, სტრასბურგში ამის მტკიცებულებებად წარდგენილია ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები და სატელიტური სურათები, ექსპერტული დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სეისმური სადგურების ჩანაწერი, რომელიც აფეთქებებს ადასტურებს, მოწმეთა ჩვენებები, მედიასაშუალებების მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, განაღმვის ანგარიშები და სხვა.

„ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს

ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სატრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ჩვენ ეს გამოგვადგება ჰააგის სისხლის სამართლის გამოძიების საქმეზე“ - განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას

ამავე თემაზე