2019-03-20 16:51:04
"ჩემი სვანური ლოგიკით მადლობას გიხდით" - კვიციანი წულუკიანს

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადა:

"ქალბატონო მინისტრო, მინდა მადლობა მოგახსენოთ, იმ ცხრადღიანი აქციების ფონზე არც ერთი გოჯი მიწა რომ არ გასხვისდა უცხოელებზე და ეს მადლობა არის ჩემი სვანური ლოგიკით, როგორც მაშინ მითხარით" უთხრა კვიციანმა წულუკიანს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში "პატრიოტები" და "ქართული მარში" იუსტიციის სახლთან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი გაუქმდა. ისინი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და "ქართული მიწების" გაყიდვა არ დაეშვა.

ამავე თემაზე