2019-03-20 16:46:36
"სიცრუეა... რამდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპის ბევრ ქვეყანაში" - დათუნაშვილი ადვოკატის განცხადებაზე

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატი ცუცქირიძის განცხადებას სიცრუეს უწოდებს- "სიცრუეა გეგა გეგეშიძის ადვოკატის განცხადება, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩამოვედი" ამბობს დათუნაშვილი.

გეგეშიძის ადვოკატმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა, რადგან ის კონფლიქტური პიროვნებაა და სპორტსმენებთან კონფლიქტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსვლია. ადვოკატი ამბობს, რომ ჩხუბის ინიციატორი ყოველთვის დათუნაშვილი იყო.

ამავე თემაზე