2019-03-20 16:42:10
ინციდენტები სხვა ქვეყნებშიც მოხდა... დათუნაშვილს ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა - გეგეშიძის ადვოკატი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა.

"მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ინციდენტები იყო და თითქმის ყოველთვის ინიციატორი დათუნაშვილი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით, სხვა დროსაც ხომ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ გვინდოდა ეს ოფიციალურად წარგვედგინა შესაბამისი სტრუქტურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ეტაპზე, რადგან ეს არის პერსონალურო ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვეთ, ეს ინფორმაცია სასამართლოს გამოეთხოვა.

ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის ინიციატორი არის დათუნაშვილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რაში სჭირდებოდა გეგეშიძეს ამ ჩხუბის ინიცირება? დათუნაშვილმა შეჯიბრი წააგო და განაწყენებულმა მოაწყო ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ადვოკატი ცუცქირიძე.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ამავე თემაზე