2019-03-20 16:39:05
საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენების შემდეგ, ჩაჩანიძეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ

ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანისის“ წარმომადგენელს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, ერთ თვეში დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ.

მიზეზი საკრებულოს სხდომების ხშირი გაცდენაა. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩატარდა და აქედან ჩაჩანიძე მხოლოდ სამს დაესწრო. ჩაჩანიძე 2018 წლის თებერვლის შემდეგ საკრებულოს სხდომებზე აღარ გამოცხადებულა, მარტიდან კი ბიუროს სხდომებსაც არ დასწრებია. 

„რეგლამენტით გათვალისწინებული ექვსი თვე რომ გავიდა და საკრებულოს მუშაობაში არ იღებდა მონაწილეობას წერილი გავუგზავნეთ, რომ აეხსნა რატომ აცდენდა სხდომებს და ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი, თუმცა პასუხი დათქმულ ვადებში არ გაგვცა, დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები“- განახადა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილმა. 

მისი თქმით, პროცედურები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ცესკო პარტიული სიის მიხედვით ახალ დეპუტატს წარადგენს საკრებულოში.

ამავე თემაზე