2019-03-20 16:32:53
მთაწმინდაზე არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცულებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პრეზიდენტი გახდა.

ამავე თემაზე