2019-03-20 16:30:27
"ნაზარბაევმა დემოკრატიის რელსებზე დააყენა თავის ქვეყანა"- სიმონ ნოზაძე

ნურსულთან ნაზარბაევის პრეზიდენტობა დღეს საქართველოს პარლამენტში შეაფასეს.

"ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციის დეპუტატის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ნაზარბაევი თავისი ქვეყნის “დიდი შვილია”, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ მართვის სისტემაზე გადაიყვანა.

“უამრავი მეგობარი მყავს ყაზახეთში და მინდა გითხათ, რომ ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია. მან დემოკრატიის რელსებზე დააყენა და ეკონომიკური დინამიკა მიანიჭა თავისი ქვეყნის განვითარებას. ორი დღის წინ მიღებული მისი გადაწყვეტილება, ყაზახეთში დემოკრატიის გამარჯვების დამადასტურებელია,”-განაცხადა ნოზაძემ.

მან ამ გამოსვლით, "ენმ"ს- დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც დეპუტატებს შესთავაზა იუსტიციის სამინისტროს სახელი გადაარქვა და თეა დაარქვან წულუკიანის საპატივსაცემოდ.

ამავე თემაზე