2019-03-20 15:12:12
ყაჩაღობა თბილისში - თავს სუპერმარკეტ "სპარს" დაესხნენ 

თბილისში, რამდენიმე მაღაზია დააყაჩაღეს. დამნაშავეები თავს დაესხნენ სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" იმ ფილიალს, რომელიც პოლიციის შენობის პირდაპირ მდებარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე გახსნილია:

"შინაგან საქმეთ სამინისტრომ ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." აცხადებენ შსს-ში

გუშინ ღამითვე დააყაჩაღეს კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი მუხიანში, საიდანაც დამნაშავეებმა ათასობით ლარი პროდუქცია წაიღეს.

ამავე თემაზე