2019-03-20 13:04:00
საქართველოს პრეზიდენტი ამპარტავანია - გოცირიძე

საქართველოს პრეზიდენტი ამპარტავანია - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

დეპუტატი ზურაბიშვილის გუშინდელ იტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინტერვიუ იყო კატასტროფა როგორც საგარეო, ისე შიდა საკითხებზე, თუმცა გოცირიძის თქმით, წარმოუდგენელი იყო იმის ახსნა, თუ რატომ არ დადის ზურაბიშვილი სატელევიზიო სტუდიებში

„ის, რომ პრეზიდენტი არ უნდა მიდიოდეს სტუდიაში, ეს წარმოუდგენელი განცხადება იყო. იგივე გიორგი მარგველაშვილი იყო „პალიტრანიუსის" ეთერში, „კავკასიაზე“, „იმედზე“, „ტვ პირველზე“, „რუსთავი 2“-ზე, ყველა ტელევიზიაში იყო ნამყოფი. ისევე როგორც მრავალი უცხო ქვეყნის პრეზიდენტები დადიან, მათ შორის სატელევიზიო იუმორისტულ გადაცემებში“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე