2019-03-20 12:05:21
"შეუცვლელი მინისტრი, რომელსაც შეუძლია შანტაჟით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს...აქვს სერიოზული ზურგი“

ძალიან უცნაურია, როცა შეუცვლელია ის მინისტრი, რომლის საქმიანობის სფეროც ყველაზე წარუმატებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანს დღეს პარალმენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

გოცირიძის შეფასებით, ჩავარდა სასამართლო რეფორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ავტორობით განხორციელდა და ასევე ჩავარდნილი და ძალადობრივი იყო პროკურატურის საქმიანობა მაშინ, როცა ამ სისტემას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა.

„სწორედ ასეთი მინისტრი მეშვიდე წელია არის ფავორიტი. ეს არის მინისტრი, რომელსაც შეუძლია შანტაჟით ელაპარაკოს პრემიერ-მინისტრს. არის ხელშეუხებელი, რადგან აქვს სერიოზული ზურგი“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე