2019-03-20 12:03:47
ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან - ოხანაშვილი

ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა:

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ეკა ბესელიას ერთ-ერთი კრიტიკული კითხვა იმასაც უკავშირდებოდა, თუ რატომ არის პროექტის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი და რას ნიშნავს ეს.

ამავე თემაზე