2019-03-20 11:07:29
მაღაზია "8000 მოსავალის" შუშები ჩაამსხვრიეს- ქურდობის მცდელობა

აბაშიძის ქუჩაზე, ღვინის მაღაზია "8000 მოსავალის" თანამშრომლების მაღაზიის კარის შუშა ჩამსხვრეული დახვდათ. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქურდობის მცდელობას. თანამშრომლების ინფორმაციით, წაღებული არაფერია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს- მომხდარზე გამოძიება 19-177-ე, ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო.


 

ამავე თემაზე