2019-03-20 10:50:33
ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, ამ დროს კი წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე