2019-03-20 10:11:06
ცხინვალი მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში, აცხადებს, რომ 2008 წელს ცხინვალი მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა. 

მისი თქმით, ომის გამო რუსეთია სამართლებრივად პასუხისმგებელი, თუმცა ცხინვალი და “ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ დაცლილი იყო”, მისი თქმით, სააკაშვილმა დაბომბა. 

“არსებობს საერთაშორისო სამართალი, რომლის მიხედვითაც ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი და ეს არის რუსეთი. საქართველოს თავისი მეზობლის საზღვარი არ გადაულახავს. რუსეთმა ეს არაერთხელ გააკეთა…

მეორე საკითხია- იმ პირობებში, იმ პროვოკაციებში, როცა გაუთავებლად ბომბავდნენ ჩვენს სოფლებს, რა (არ) უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს. ამაზე ისტორიას თავისი სათქმელი აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინ მიდის და თავის ისტორიას ღია თვალებით არ უყურებს”, – თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვას, “დღეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი?”, მან ასე უპასუხა.

“არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? [სააკაშვილმა დაბომბა] ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ დაცლილი იყო, მაგრამ მე ამას ვთვლი როგორც შეცდომას და არა საქართველოს პასუხისმგებლობას ომში. ეს განსხვავებაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა "ტვ პირველზე", გადაცემა "რეაქციაში" და დასძინა, რომ ის ტერიტორიების დაბომბვაზე საუბრობს, რადგან წინა დღით მშვიდობიანი მოსახლეობა გაყვანილი იყო.

ამავე თემაზე