2019-03-18 18:11:41
"უსაქმური პარლამენტარები" - 30 დეპუტატი, რომელსაც მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავს

მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1,657,000 დაჯდა. 
ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეული კობა ნაყოფიაა. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.

წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე. 

30 მდუმარე დეპუტატიდან 24 ქართული ოცნებიდანაა. 

სია და ანაზღაურება:
ლევან ბეჟანიძე – 55485 
რუსლან გაჯიევი – 43788 
ელგუჯა გოცირიძე – 55485 
მახირ დარზიევი – 60285
მუხრან ვახტანგაძე – 56865 
ცოტნე ზურაბიანი – 56958 
გიორგი თოთლაძე – 44660 
ედიშერ თოლორაია – 43200 
შალვა კიკნაველიძე 56865 
გიორგი კოპაძე – 50364 
თეიმურაზ კოხრეიძე – 60285 
იოსებ მაკრახიძე – 55485 
სამველ მანუკიანი – 55485
სავალან მირზოევი – 45132 
ენზელ მკონიანი – 55485
რომან მუჩიაშვილი – 55485
თამაზ ნავერიანი – 55485
დიმიტრი სამხარაძე – 61665
გოდერძი ჩანქსელიანი – 55485
არჩილ ხაბაძე – 60285
ფატი ხალვაში – 55485
ირაკლი ხახუბია – 55485
ვიქტორ ჯაფარიძე – 42000
თენგიზ ხუბულური – 56865
კობა ნაყოფია – 60285
აზერ სულეიმანოვი – 60285 
ზაზა კედელაშვილი – 61665
გიორგი ღვინიაშვილი – 65039
გელა მიქაძე – 55271
რამაზ ნიკოლაიშვილი – 60285

"ფლანგვის დეტექტორი"

ამავე თემაზე