2019-03-15 19:13:48
ყველას მოვუწოდებთ, პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ - ჩუგოშვილი ხურვალეთზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგლე აცხადებს, რომ არ დასტურდება ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების გადმოსვლასთან დაკავშირებით. თამარ ჩუგოშვილი სოფელ ხურვალეთში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

„ხურვალეთში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებს, როგორც საქართველოს შსს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სრულად მობილიზებულია. არ შეესაბამება სიმართლეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, იყო გაჟღერებული, თითქოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არის გადმოსული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რაც არ არის სიმართლე. ამ სიტუაციაში არის საჭირო მაქსიმალური სიფრთხილე. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან და განცხადებებისგან თავი შეიკავონ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე