2019-03-15 19:08:44
„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით მინიმუმ 8... ახალი ტერიტორია აითვისეს"- ლუდა სალია

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით... მინიმუმ 8,“ - ასე იხსენებს ხურვალეთის მკვიდრი, ლუდა სალია სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენას. სალიას მტკიცებით, მან დაინახა რამდენიმე ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის ბაღში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ამ ბაღში მეორედ ასვლის შემდეგ, ოკუპანტები ადგილზე აღარ დახვდნენ.

„გავიხედე და დგანან ასე გაჩაჩხულები ავტომატებით, ფეხები გაშლილი აქვთ და სახეზე ნიღბები, მინიმუმ, რვა. ახალი ტერიტორია აითვისეს - კოშკურის აქეთ ბატონისაშვილების ბაღში იდგნენ. მეორეჯერ რომ მივედი უკვე არ იდგნენ, მგონი, გააწევინეს უკან,“ - განაცხადა ლუდა სალიამ.

ამავე თემაზე