2019-03-15 17:49:02
ჟურნალისტებს ხურვალეთში შესვლის საშუალება მისცეს

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში შესვლის საშუალება მისცეს.

ამ დრომდე სოფელში მედიასაშუალებების წარმომადგენლები ვერ შედიოდნენ. პოლიციას სოფელთან შესასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა და არც სამოქალაქო აქტივისტებს უშვებდნენ.

რამდენიმე საათის წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის,  "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ხურვალეთში რუსი ნიღბიანები შევიდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად  ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

ინფორმაცია არ დაადასტურა სუს-მა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

ამავე თემაზე