2019-03-15 17:19:02
ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით ადმინისტრაციის კონსულტანტი მიუსამძიმრებს - პრეზიდენტი

ოკუპირებულ გალში, საეჭვო ვითარებაში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს პრეზიდენტის სახელით სალომე ზურაბიშვილის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი მიუსამძიმრებს:

"ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. 
ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას." ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში

ამავე თემაზე