2019-03-15 17:06:15
"კობახიძის პროექტი სახიფათოა" - შეხვედრა აშშ-ს საელჩოში

ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაზე ამერიკის საელჩოში იმყოფებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატებმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი გააცნეს.

შეხვედრის შემდეგ ბესელიამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ირაკლი კობახიძის კანოპროექტი გააკრიტიკა.

"კობახიძის პროექტი არის რეალურად არადემოკრატიული და ძალიან სახიფათო იქნება. ამ პროცესს მთლიანად გადაიყვანს იუსტიციის საბჭოსთვის სასურველ რელსებზე,"-განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე