2019-03-15 16:30:17
"​გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს" - გორის მერი

სოფელ ხურვალეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ. გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ​შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა:

"ამ დროისთვის ინფორმაცია თავადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მაქვს, ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ასევე ჩემი კომენტარიც ნიღბიან სამ პირთან დაკავშირებითაც არის ადგილობრივებზე დაყრდნობით გაკეთებული, ამიტომ სულ მალე ვიქნები ადგილზე და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით რეალურად არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა გორის მერმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. სუს-მა არ დაადასტურა, რომ ოკუპანტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ახალი 

განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც - "ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს"- დაწერა ტვიტერზე მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა

ამავე თემაზე