2019-03-15 15:45:28
„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს" - სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ხურვალეთში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს:

„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.

ამავე თემაზე