2019-03-15 15:31:27
ადგილობრივი: ავტომატმომარჯვებულები დგანან ყველა სტრატეგიულ წერტილზე...შემოსულები არიან

ხურვალეთის მკვიდრი, ლუდა სალია ამბობს, რომ ადგილზე ცუდი ვითარებაა. მისი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სოფლის ბოლო დაიკავეს და მოსახლეობის ბაღებში არიან შესულები.

"დგანან ავტომატებით, შეირაღებულები, პირზე ნიღბები აქვთ გაკეთებული, ავტომატმომარჯვებულები ჭადრაკულად დგანან მთელი ეზოს პერიმეტრზე. თითქმის ყველგან, ყველა სტრატეგიულ წერტილზე დგანან. მოსახლეობასთან არიან უკვე, პატარა სოფლის ორღობე ყოფს, შორს არ არიან, შემოსულები არიან უკვე. მავთულხლართიდან ბევრად აქეთკენ წამოვიდნენ" ამბობს ტვ პირველთან სატელოფონო საუბარში ადგილობრივი.

სუს-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება არ ადასტურებს, რომ ოკუპანტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ამავე თემაზე