2019-03-15 15:18:51
სოფელ ატოცში ოკუპანტების მობილიზებაა 

ხურვალეთის გარდა, ოკუპანტების მობილიზებაა სოფელ ატოცში. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ე.წ. საზღვარს მიღმა გადმოვიდნენ. ინფორმაცის ადასტურებენ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრებიც. 

მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. 

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთში უკვე დაიკავეს ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღი და ჩახერგეს მათ მიერვე ცოტა ხნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზა.

არქივის ფოტო

ამავე თემაზე