2019-03-15 12:08:57
"დავით სოსლანი", "დავით აღმაშენებელი" - ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების ავტომატების მჭიდებზე 

იმ ტერორისტების ავტომატების მჭიდებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ქართულენოვანი წარწერები ჰქონდა. ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა Daily Mail  აქვეყნებს.

მჭიდები ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს. მასზე ქართულენოვანი წარწერებია- დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და  მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ტერაქტის შედეგად ახალ ზელანდიაში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ცნობილია,რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დახურულია ყველა სკოლა.

ამავე თემაზე