2019-03-15 11:10:24
რუსთაველზე, "სვაროვსკის" შუშები ჩაამსხვრიეს

რუსთველის 24 ნომერში, საიუველირო მაღაზია "სვაროვსკის" შუშები ჩაამსხვრიეს.  ჩამსხვრეული კარი დღეს დილით სამსახურში მისულმა თანამშრომლებმა ნახეს და სამართალდამცველები გამოიძახეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ფულის შესანახი ყუთი, რომელშიც მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, თანხა არ იდო. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე