2019-03-15 11:07:07
გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ინდოეთში, გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლში სახლიდან ნაღდი ფული და ოქრო მოიპარეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია ასევე აღჭურვილობა, რომელიც ეჭვმიტანილებმა სახლის გაქურდვის დროს გამოიყენეს. ამ დროისათვის ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

საქართველოს საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დიპლომატიურ წარმომადგენლობას მომხდარის შესახებ ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღია.

ამავე თემაზე