2019-03-15 10:57:26
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" გადავადებას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა  "ბრექსიტის" გადავადებას მხარი დაუჭირა. ინიციატივას თემთა პალატის 412-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 202 გამოვიდა.

დადგენილების მიხედვით, ქვეყნის მთავრობამ ბრიუსელს, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თარიღის, 29 მარტიდან უფრო გვიან პერიოდზე გადატანა უნდა სთხოვოს.

პარლამენტარების გადაწყვეტილების მიუხედავად, "ბრექსიტის" გადავადება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება,  თუ ამას ევროკავშირი დათანხმდება.

საკითხზე მორიგი კენჭისყრა თემთა პალატაში მომავალ კვირას გაიმართება.

ამავე თემაზე