2019-03-15 10:55:01
"ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ" - პრემიერი იაპონიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში იმყოფებდა. მამუკა ბახტაძემ საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა იმ პროექტებს რომელიც საქართველოში განხორციელდა ან მომავალში იგეგმება. მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ამჟამად შავი ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რათა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდ ვაჭრობას ხელი შევუწყოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მისი მასშტაბები. საქართველო კარიბჭეა ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის - მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში საუკეთესო გზით და მეთოდით ინტეგრაციაა,“-განაცხადა პრემიერმა.

ამავე თემაზე