2019-03-15 10:51:33
სამი კანონპროექტი - პარლამენტი უზენაესის მოსამართლეების შერჩევის წესის განხილვას იწყებს

პარლამენტი დღეიდან იმ სამი კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებია გაწერილი.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის 6-მა დეპუტატმა მოამზადეს, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია თავის თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

კანონპროექტებს, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ამავე თემაზე