2019-03-15 10:44:50
"ნიღბიანებმა დაუდეს ხელყუმბარა, სასტიკად აწამეს, სცემეს დედამისიც" - გატაცება ოტობაიადან

სოფელ პირველ ოტობაიადან ოკუპანტების მიერ გატაცებილი, 30 წლის ლევან ძანძავას ოჯახის ინფორმაციით, ძანძავას სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეუვარდა. მათ სახლში ხელყუმბარა მიიტანეს, რაც შემდეგ დაკავების საფუძვლად გამოიყენეს. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწრდნენ ძანძავას და მის მშობლებს. ლევან ძანძავას ნათესავის, ირაკლი ბახტაძის განცხადებით, ამ დროისთვის ძანძავა უკვე თავისუფალია.

„სპეცრაზმელები, რომლებიც ნიღბებში იყვნენ გამოწყობილები, რამდენიმე ადამიანი შეუვარდა ლევანის ოჯახს. როგორც მიყვებიან, მათ დადეს ხელყუმბარა, რომლის მეშვეობითაც ლევანი საწოლიდან გადმოაგდეს, შემდეგ გაიყვანეს გარეთ და სასტიკად სცემეს. როდესაც მამამისმა წინააღმდეგობა გაუწია, დაადეს ხელბორკილები, რომელიც ლევანის გვერდით სასტიკად აწამეს. დედამისიც არის ნაცემი. ლევანის დაუდეს ხელყუმბარა იმისათვის, რომ აეყვანათ, თუმცა ამ ეტაპზე ლევანი უკვე გათავისუფლებულია,“-განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე