2019-03-15 10:09:07
"კერპთთაყვანისმცენლობისგან გათავისუფლება უწინარესი თემა იქნება" - მაღრაძის გეგმები

დავით მაღრაძე ბიძინა ივანიშვილს კერპს უწოდებს და ამბობს, რომ კერპთთაყვანისმცემლობისგან გათქაისუფლება მისი მოძრაობის, "დაიცავი საქართველოს" მთავარი თემა იქნება:

“ვისაც შეუძლია ღირსეული არჩევანი გააკეთოს და ვისაც შეუძლია კერპთათყვანისმცემლობისგან გათავისუფლდეს, აქეთა მხარე იქნება თუ იქითა მხარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კერპთთაყვანისმცენლობისგან გათავისუფლება მათაც წაადგებათ და თავიანთ კერპებსაც.

თუ ადამიანები არიან მრევლი, რომელსაც მის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ თავისი არსებობა, ასეთი ხალხი ქმნის კერპს. ზოგი სააკაშვილს ქმნის, ზოგი ივანიშვილს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შექმნან. ეს თემა იმიტომ წამოვჭერი, რომ “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი უწინარესი თემა ესეც იქნება." განაცხადა მაღრაძემ გადაცემა "რეაქციაში"

ამავე თემაზე